LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35%-ით გაიზარდა

53

თავშესაფრის მინიჭების ევროპული სააგენტოს (EASO) მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რიცხვი 35 პროცენტით გაიზარდა.

სააგენტოს მონაცემებით,2016 წლის დეკემბერში, ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 625 იყო, 2017 წლის იმავე პერიოდში 1570 აპლიკანტამდე გაიზარდა. მონაცემების თანახმად,  2017 წლის დეკემბერში 876-მა თავშესაფრის მაძიებელმა საქართველოს მოქალაქემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით უარი მიიღო თავშესაფარზე და მხოლოდ 13 აპლიკანტს მიანიჭეს ლტოლვილის სტატუსი.

მათი ინფორმაციით, 2017 წელს საერთო ჯამში, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფარი დაახლოებით 707 ათასმა უცხოელმა მოითხოვა, მაშინ როდესაც 2016 წელს ეს რიცხვი 1,3 მილიონს შეადგენდა.

EASO-ს ინფორმაციით, გასულ წელს ყველაზე მეტი მოთხოვნა სირიის მოქალაქეებისგან დაფიქსირდა, ისინი პირველ ადგილს უკვე მეხუთე წელია ინარჩუნებენ. სირიის გარდა პირველ ათეულში ერაყი, ავღანეთი, ნიგერია, პაკისტანი, ერიტრეა, ალბანეთი, ბანგლადეში, გვინეა და ირანი მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g