LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკავშირში უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო პროგრამის შექმნაზე შეთანხმდნენ

55
1645708316_326416eb-672d-4b6e-ab34-12e1e0b1ca55

ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები უკრაინელი სამხედროების გადამზადებისთვის სასწავლო პროგრამის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა პრაღაში, თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“მზად არის ბევრი საწვრთნელი ინიციატივა, თუმცა საჭიროებები უზარმაზარია და უნდა მოვახდინოთ ამ საჭიროებების თანმიმდევრულობის განსაზღვრა. ყველა წევრი ქვეყანა ერთხმად შეთანხმდა ამაზე და ასევე იმაზე, რომ დაიწყონ მუშაობა ევროკავშირის სამხედრო დახმარების მისიის პარამეტრების განსაზღვრაზე უკრაინისთვის”, – თქვა ბორელმა.

პრაღაში, ევროკავშირის ოფიციალური პირები ორდღიან არაფორმალურ შეხვედრაზე შეიკრიბნენ. ისინი უკრაინაში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g