LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისარი მარტა კოსი: ვაფასებ ქართველი ხალხის გაბედულ გადაწყვეტილებას, ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს – ევროკავშირი თქვენს მხარესაა

116
2024-12-03_00-58-09_053843

დღეს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს საქართველოში არსებული შემაშფოთებელი ვითარების შესახებ ვესაუბრე, ევროკავშირი თქვენს მხარესაა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, აფასებს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებას, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს.

„ქართველი ხალხის გაბედულ გადაწყვეტილებას, რომ ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლა განაგრძოს, ვაფასებ. თქვენს ნებას პატივი უნდა სცენ. არავითარი საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელება. ევროკავშირი თქვენს მხარესაა“, – წერს მარტა კოსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g