ევროკომისიამ საქართველოსთვის 23 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. ფინანსურ დახმარებას საქართველო მაისის თვეში მიიღებს.
10 მილიონს ევროკავშირი საქართველოს გრანტის სახით გამოუყოფს, ხოლო დანარჩენს, დაბალი საპროცენტო განაკვეთით.
ფინანსურ საკითხებში ევროკომისარმა პიერ მოსკოვიცმა განაცხადა, რომ თანხა წარმატებული რეფორმების დასასრულებლადაა საჭირო.
“კრიტიკული პერიოდის გადავლისა და წარმატებული რეფორმების მიუხედავად, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, რთული ფისკალური სიტუაციის წინაშე დგას. ევროკავშირის დახმარება საქართველოს მოკლევადიან ფინანსურ საჭიროებებს დააკმაყოფილებს. ის ასევე, მხარს დაუჭერს ისეთ რეფორმებს, როგორიც ეკონომიკური სტაბილურობისა და სამუშაო ადგილების შექმნას ისახავს მიზნად”, – განაცხადა მან.