ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების ჩარჩოს მარტში მიაწვდის.
აღნიშნული განცხადება ლაიენმა კიევში უკრაინისა და სხვა ქვეყნების ლიდერებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უკვე დავიწყეთ [უკრაინის კანონმდებლობის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის] სკრინინგის პროცესი. იქ ძალიან ბევრი სამუშაოა, გრაფიკია. მოგიწოდებთ ევროკომისიის რეკომენდაციები შეასრულოთ. ჩვენი მხრიდან – ჩვენ, ევროკომისია, მარტის შუა რიცხვებში მოგაწვდით მოლაპარაკებებისთვის ზოგად ჩარჩოს”, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.