LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიამ შავ სიაში 20 რუსული ავიაკომპანია შეიყვანა

111
aircraft_of_russian_airlines_crop

ევროკომისიამ შავ სიაში (EU Air Safety List) 20 რუსული ავიაკომპანია შეიყვანა. აღნიშნულ სიაში მოხვდა რუსეთის ფედერაციის უმსხვილესი ავიაკომპანიები – Aeroflot, Rossiya, Pobeda, Utair, S7.

გამოცემის ცნობითვე, ამ კომპანიებს ეკრძალებათ ფრენა ევროკავშირის ფარგლებში რადგან ისინი არ აკმაყოფილებენ უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს.

ადინა ვალეანი ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში: „რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ უფლება მისცა რუსულ ავიაკომპანიებს, მართონ ასობით უცხოური საკუთრებაში არსებული თვითმფრინავი, საჰაერო ვარგისიანობის მოქმედი სერტიფიკატის გარეშე. რუსულმა ავიაკომპანიებმა ეს შეგნებულად გააკეთეს უსაფრთხოების შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების დარღვევით. ეს არის არა მხოლოდ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენციის (ჩიკაგოს კონვენციის) აშკარა დარღვევა, არამედ ის ასევე წარმოადგენს უშუალო საფრთხეს უსაფრთხოების შესახებ. ჩვენ ვცხოვრობთ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი სამხედრო აგრესიის კონტექსტში უკრაინის წინააღმდეგ. თუმცა, მინდა ნათლად განვაცხადო, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მორიგი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ; იგი აღებულია მხოლოდ ტექნიკური და უსაფრთხოების საფუძვლების საფუძველზე. ჩვენ არ ვურევთ უსაფრთხოებას და პოლიტიკას ერთმანეთში“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები