LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოშია

85

ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში ჩამოვიდა. მას აეროპორტში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილთან ერთად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დახვდა.

ჟან კლოდ იუნკერი საქართველოში პირველად იმყოფება.  ის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება და თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიაზე სიტყვით გამოვა.

26 მაისს, პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობას 7 პრეზიდენტი და 20-მდე ქვეყნის უმაღლესი რანგის დელეგაცია მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g