LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროკომისიის პრეზიდენტი: თუ უკრაინა ამბობს, რომ ტანკები სჭირდება, მაშინ უნდა მივაწოდოთ – პუტინმა ეს ომი უნდა წააგოს

51
Untitled design

„უკრაინის მხარდაჭერა ძვირია, თუმცა თავისუფლება ფასდაუდებელია“, – აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი და უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, თუ უკრაინა ამბობს, რომ მას ტანკები სჭირდება, მაშინ აღნიშნული ტექნიკა კიევს უნდა მიაწოდონ.

ამის შესახებ ლაიენმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, BILD TV-სთან ინტერვიუში ისაუბრა. 

ფონ დერ ლაიენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროკავშირი ურყევი იქნება უკრაინის მხარდაჭერაში.

„თუ უკრაინა აცხადებს, რომ მას სჭირდება საბრძოლო ტანკები, მაშინ ჩვენ ეს სერიოზულად უნდა მივიღოთ და მივაწოდოთ ისინი. უკრაინამ ზუსტად იცის, რა სჭირდება სიცოცხლის დასაცავად და თავის დასაცავად.

მე მომხრე ვარ, რომ ევროპულმა სახელმწიფოებმა უკრაინას მიაწოდოს ის, რაც მას რეალურად სჭირდება. ბოლოს და ბოლოს, უკრაინელები ამტკიცებენ, რომ მათ შეუძლიათ დაიცვან თავი, თუ ექნებათ შესაბამისი სამხედრო საშუალებები“, – განაცხადა ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ „უკრაინელები ყველასთვის იბრძვიან“.

მისი თქმით, დემოკრატიის გამარჯვება აუცილებელია და სწორედ ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქვეყანამ მისთვის საჭირო იარაღი მიიღოს.

რაც შეეხება ომის დასრულებაზე მის მოლოდინს, აღნიშნულ კითხვაზე ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა:

„მე მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და რომ პუტინმა უნდა წააგოს. უკრაინას უზარმაზარი მოტივაცია აქვს, უკრაინელებმა იციან, რისთვის იბრძვიან.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g