კომპანია „ევროკრედიტი” უკვე ერთი წელია კასპის ახალგახსნილ საკალათბურთო კლუბთან – „გრიფინი“ თანამშრომლობს, რომლის მიზანი ადგილობრივი ახალგაზრდების სპორტში ჩართვა და კალათბურთის პოპულარიზაციაა.
პარტნიორობის ფარგლებში, „ევროკრედიტი“ არა მხოლოდ ფინანსურად უჭერს მხარს კლუბის განვითარებას, არამედ გულშემატკივრებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობასაც ატარებს. სწორედ ასეთი იყო „კასპობა 2025“, სადაც „ევროკრედიტმა“ და „გრიფინმა“ კასპელებისთვის ერთობლივად მოამზადეს სახალისო გათამაშებები. სამაგიდო კალათბურთის თამაშში გამარჯვებულებს გადაეცათ „გრიფინის“ მაისურები (სულ 10 მაისური გათამაშდა), სადაც გამარჯვებულთა უმეტესობა ადგილობრივი მოსწავლეები აღმოჩნდნენ.
„ევროკრედიტისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და სპორტული აქტივობების წახალისება. „გრიფინთან“ პარტნიორობა ჩვენთვის სასიამოვნო და სასარგებლო თანამშრომლობაა, რადგან ეს ემსახურება როგორც ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებას, ისე მომავალი თაობის ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამკვიდრებას“, – აცხადებენ კომპანიაში.
„ევროკრედიტის“ კასპის ფილიალი ახლახან გაიხსნა და ავტოსესხებით უწევს მომხმარებლებს მომსახურებას. ფილიალში, ამ ეტაპზე, განსაკუთრებული შეთავაზებაც არის ხელმისაწვდომი:
- შემცირებული პროცენტი – აქციით სარგებლობის საშუალება მომხმარებლებს ეძლევათ სექტემბრის ბოლომდე;
- საშეღავათო პერიოდი – აიღე სესხი სექტემბერში და დაიწყე გადახდა ნოემბერში – ეს აქციაც გრძელდება სექტემბრის ბოლომდე.
„ევროკრედიტს“ საქართველოს მასშტაბით უკვე 23 ფილიალი აქვს და ქსელის გაფართოება გრძელდება.
გადადი ბმულზე და აიღე სესხი „ევროკრედიტში“, ბარიერების გარეშე.
(R)
