LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია, ბელგია, საფრანგეთი, ნიდერლანდები – ევროპა ახალი წლის წინ შეზღუდვებს ამკაცრებს

153
55707927-101

ევროპულმა სახელმწიფოებმა შობის წინ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების გამკაცრება გადაწყვიტეს. საქმე ისაა, რომ ბოლო კვირებში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა და დღესასწაულის აღნიშვნა სერიოზულ რისკებთანაა დაკავშირებული.

ნიდერლანდებში 5 კვირიანი ლოკდაუნი დაიწყო, დაიხურა ყველაფერი – მაღაზიები, თეატრები თუ სპორტული დარბაზები.

გერმანიაში არანაკლებ მკაცრი ლოკდაუნი იწყება, რადგან დაინფიცირებულთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

ამასობაში, ჯანდაცვის ორგანიზაციამ ვაქცინაზე მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო.

21 დეკემბერს სხდომაც ჩაინიშნა, სადაც გერმანული ვაქცინის BioNTech–ის დამტკიცებაზე ისაუბრებენ. აღნიშნული ვაქცინა დიდ ბრიტანეთსა და აშშ–ში უკვე მიღებულია.

ბოლო კვირების განმავლობაში ევროპული ქვეყნების მეთაურები ბევრს ფიქრობდნენ იმაზე, უნდა შეემსუბუქებინათ თუ არა დღესასწაულის პერიოდში შეზღუდვები.

თუმცა, დაინფიცირებულთა რაოდენობამ მათ ყოყმანს საბოლოო წერტილი დაუსვა.

გერმანული ლოკდაუნი 16 დეკემბრიდან 10 იანვრამდე გაგრძელდება. შობის დღეს მცირე გამონაკლისი დაიშვება და ოჯახს საშუალება ექნება რომ უახლოესი ადამიანებისგან შემდგარ 4 კაციან ჯგუფს უმასპინძლოს.

რა ზომების მიღებას აპირებს ევროპა?

ნიდერლანდებში დაანონსებული 5 კვირიანი ლოკდაუნი, პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მკაცრი იქნება.

მაღაზიები, გარდა პროდუქტისა, კინო, სილამაზის სალონები, სპორტული დარბაზები, სკოლები – ყველაფერი იხურება. ადგილობრივები გააფრთხილეს, რომ მარტის შუა რიცხვებამდე მოგზაურობისგანაც თავი შეიკავონ.

თუმცა, შეზღუდვები შობისთვის 3 დღით შემსუბუქდება და ოჯახში 3 სტუმრის ყოფნა იქნება დაშვებული.

ბელგიის პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ თუკი ნიდერლანდელები საშოპინგოდ საზღვრის გადაკვეთას შეეცდებიან, საზღვრის კონტროლი ძალიან გამკაცრდება.

სკოლები და მაღაზიები (პროდუქტის გარდა) დაიკეტება გერმანიაშიც. რესტორნები, ბარები და გასართობი ობიექტები კი ნოემბრის შემდეგ ისედაც დაკეტილია.

საფრანგეთმა გადაწყვიტა, რომ ლოკდაუნი გაახანგრძლივოს რამეთუ შეზღუდვებმა ჯერ–ჯერობით შედეგი ვერ გამოიღო და ინფიცირებულთა რაოდენობა არ შემცირებულა.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თეატრები და კინოები ისევ დახურული დარჩება, ანალოგიურად ბარები და რესტორნებიც. კომენდანტის საათი 20:00–დან 06:00 საათამდე იმოქმედებს და ერთადერთი გამონაკლისი ახალი წლის ღამეს დაიშვება.

ამასობაში, იტალიაში  სიკვდილიანობის დღიური მაჩვენებელი 500–მდე გაიზარდა და ხელისუფლება საშობაოდ მკაცრი რეგულაციების შემოღებაზე დაფიქრდა.

ზუსტი თარიღები ჯერ არ სახელდება, მაგრამ მკაცრი ლოკდაუნი სავარაუდოდ შობასა და ახალ წელს მოიცავს.

სიტუაცია დამძიმდა ესპანეთშიც და ჯანდაცვის მინისტრმა ყველა გააფრთხილა, რომ საშობაოდ ზედმეტი რისკებისგან თავი შეიკავონ.

ახალი ლოკდაუნი 23 დეკემბრიდან 6 იანვრამდე გაგრძელდება. რეგიონებს შორის გადაადგილება ნებადართული იქნება და ოჯახებს შეკრების შესაძლებლობა ექნებათ.

ვაქცინა?

საბოლოო გადაწყვეტილება ჯანმომ უნდა მიიღოს და რამდენიმე ვარიანტიდან ყველაზე ეფექტური ვაქცინა დაამტკიცოს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g