ევროპის კომისიამ ახალი ინიციატივა „მავნე საწვავის დასპონსორებისა და რეკლამის აკრძალვა“ დაარეგისტრირა. დოკუმენტის ავტორები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი შეიმუშავებს კანონპროექტს, რომელიც აკრძალავს ყველა სახის რეკლამას, რომელიც არაეკოლოგიურ სატრანსპორტო საშუალებებს ეძღვნება. შეზღუდვა შეეხება ონლაინ თუ ოფლაინ რეკლამას, სპორტული, საგანმანათლებლო თუ გასართობი ღონისძიებების დაფინანსებას.
ინიციატივის რეგისტრაციის შემდეგ მეორე ნაბიჯი, მომხრეთა ხელმოწერების შეგროვებაა. თუკი ერთი წლის განმავლობაში ევროპის მინიმუმ 7 ქვეყნიდან, მილიონამდე ხელმოწერის შეგროვება მოხერხდება, ევროკომისია იძულებული გახდება რომ რაიმე გადაწყვეტილება მიიღოს.
ინიციატივის დადასტურება ნიშნავს იმას, რომ ტრადიციული ძრავის მქონე ნებისმიერი ავტომობილის რეკლამირება აიკრძალება. გარდა ამისა, ავტომწარმოებლები ვერ იქნებიან ისეთი სფეროების სპონსორები როგორიცაა სპორტი, განათლება, მეცნიერება თუ სხვა საზოგადოებრივი ღონისძიება.