ევროპის ქვეყნებმა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტურობის გლობალურ რეიტინგში ლიდერი პოზიციები დაიკავეს. იელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების მკვლევრების მიერ მომზადებული Environmental Performance Index (EPI)-ის 2026 წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 20 საუკეთესო ქვეყნიდან უმეტესობა ევროპაში მდებარეობს.
რეიტინგში 177 ქვეყანა 47 სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით შეფასდა. შეფასება მოიცავდა სათბურის აირების ემისიების შემცირებას, ჰაერისა და წყლის ხარისხს, პლასტმასის ნარჩენების მართვას, ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის ეფექტიანობას.
პირველი ადგილი ესტონეთმა დაიკავა, რომელიც განსაკუთრებით გამოირჩა სათბურის აირების ემისიების შემცირებით. მას მოსდევს ლუქსემბურგი და გაერთიანებული სამეფო.

2026 წლის 20 საუკეთესო ქვეყანა:
ესტონეთი
ლუქსემბურგი
გაერთიანებული სამეფო
ფინეთი
ნიდერლანდები
გერმანია
საფრანგეთი
ნორვეგია
შვედეთი
ავსტრია
დანია
ესპანეთი
საბერძნეთი
სლოვენია
შვეიცარია
იაპონია
ჩეხეთი
პორტუგალია
სლოვაკეთი
ირლანდია.
კვლევის ავტორების შეფასებით, ევროპის წარმატებას განაპირობებს განახლებადი ენერგიის ფართო გამოყენება, ჰაერისა და წყლის დაბინძურების შემცირების პოლიტიკა და გარემოს დაცვის მიმართულებით განხორციელებული სისტემური რეფორმები.