LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპა გინდათ, მხოლოდ ერთკვირიანი მოგზაურობისას. ის, რომ საკუთარი ქვეყანა დავამსგავსოთ ამ ყველაფერს, ამას არც ვცდილობთ და არც აზრად გვაქვს“ – ნანუკა გოგიჩაიშვილი

970
ნანუკა გოგიჩაიშვილი

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი, რომელიც აშშ-ში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, საქართველოში მომდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ზოგი რა საინტერესოები ხართ. ევროპა მოწესრიგებული გზით, სიმშვიდით, ხელშეუხებლობის გარანტიით და უამრავი სხვა დადებითი პლუსით გინდათ..

მხოლოდ იქ გინდათ, ერთკვირიანი მოგზაურობისას. ის, რომ საკუთარი ქვეყანა დავამსგავსოთ ამ ყველაფერს, ამას არც ვცდილობთ და არც აზრად გვაქვს.

ნამდვილად შეგვიძლია, ეს ქვეყანა უამრავი პოტენციის რომაა და მსოფლიოს ყველა წერტილიდან ვიზიტორი გვყავს, გავხადოთ უფრო კომფორტული და დავარცხნილი. ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია“, – წერს ნანუკა გოგიჩაიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g