LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა ისევ ქართულ თხილს ირჩევს – ლიდერი იტალიაა

154
ipiccy-image

2021 წლის 1-ლი აგვისტოდან 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 17.0 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 72.2 მლნ დოლარი შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.7 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება – 7.2 მლნ აშშ დოლარით (10%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (7 054 ტონა), გერმანიაში (3 140 ტონა), ესპანეთში (478 ტონა), ჩეხეთში (445 ტონა), პოლონეთში (337 ტონა), ლიეტუვაში (305 ტონა), საფრანგეთში (300 ტონა), ბულგარეთში (132 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (60 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე ასევე გადის: სომხეთში (1 198 ტონა), ჩინეთში (780 ტონა), უკრაინაში (301 ტონა), რუსეთში (358 ტონა), საუდის არაბეთში (276 ტონა), ბელარუსში (251 ტონა), ალჟირში (241 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (151 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (91 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), თურქეთში (68), ყაზახეთში (45 ტონა), უზბეკეთში (44 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (22 ტონა), იორდანიაში (14 ტონა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g