ქართულ თხილზე ევროპაში მოთხოვნა იზრდება. თხილის იმპორტიორი კომპანია ,,კრო ნათ ჯორჯიას’’ ინფორმაციით, თხილის გაყიდვები ევროპაში წინა წელთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია. კომპანიაში ამ ფაქტს ქართული თხილის ხარისხითა და მისაღები ფასებით ხსნიან.
ამ დროისთვის, საქართველოდან თხილი ესპანეთში, ბელგიაში, საფრაგეთში და გერმანიაში გადის. ევროპაში 1 კილოგრამი გარჩეული თხილი 9 დოლარი ღირს.
,,კრო ნათ ჯორჯიას’’ მენეჯმენეტის შეფასებით, ევროპა ქართული თხილისთვის სტრატეგიული ბაზრია და იგი ადგილობრივმა მწარმობელებმა აქტიურად უნდა აითვისონ.
კომპანია წელიწადში საშუალოდ 400 ათასი ტონა თხლის ექსპორტს ახორციელებს ევროპაში.