ევროპა რუსული გაზის საფასურის რუბლში გადახდას არ აპირებს: ევროკავშირის ლიდერებმა უარყვეს რუსეთის პრეზიდენტის მოთხოვნა ბუნებრივი აირის საფასურის რუბლებში გადახდასთან დაკავშირებით. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა არის შანტაჟი და ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მცდელობა. ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.
ამავე თემას გამოეხმაურნენ იტალიაშიც. “ეს არის ხელშეკრულების დარღვევა. რუსეთის მიერ ამ წინადადების განხორციელებით, ჩაითვლება, რომ კონტრაქტები დაირღვა”,- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა მარიო დრაგიმ.
შეგახსენებთ, გასულ კვირას, ვლადიმერ პუტინმა მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, რუსეთი “არამეგობრული” ქვეყნებისთვის გაზის მიწოდების საფასურის რუბლში გადახდებზე გადადის.