LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპა თბილისში მოდის: ქართველ ქალებს იტალია, ხორვატია და ბელარუსი შეხვდათ

34

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ფრენბურთში ქალთა შორის 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით, ოფიციალური შეხვედრები და ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა.

აზერბაიჯანის მხარემ თავისი ხელმოწერით საბოლოოდ დაადასტურა ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჩატარება თბილისსა და ბაქოში. შეხვედრას საქართველოს მხრიდან საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ირაკლი ჩაჩუა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე დაესწრნენ. ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობდნენ ევროპის ფრენბურთის კონფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ ბორიჩიჩი, ასევე აზერბაიჯანის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი აზად რახიმოვი.

წლისყრის შედეგად გამოვლინდნენ საქართველოს ქალ ფრენბურთელთა ნაკრების მეტოქეები, ქართველი გოგონები B ჯგუფში ითამაშებენ იტალიის, ხორვატიისა და ბელარუსის ნაკრებების წინააღმდეგ. B ჯგუფის შეხვედრები თბილისის ახალ სპორტის სასახლეში 2017 წლის 20-23 სექტემბერს გაიმართება.

შალვა გოგოლაძე: “გპირდებით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ ეს ღონისძიება ჩატარდეს უმაღლეს დონეზე ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან ერთად. ევროპის ჩემპიონატის ფინალი უფრო გაამყარებს მეგობრობას ჩვენს ქვეყნებს შორის და მოვუწოდებ ყველა გულშემატკივარს არ გამოტოვონ ეს სანახაობა!”

uniInc

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები