ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი, რომელიც ითხოვს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეაჩერონ, საკუთარი პარტიიდან გარიცხეს, ამის შესახებ ინფორმაცია პარტია „სამოქალაქო პლატფორმის“ ვებ-გვერდზე განთავსდა.
პარტიის განცხადების მიხედვით, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი ევროპის სახალხო პარტიიდანაც გაირიცხა, სადაც ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებდა.
განცხადებაში არ არის აღნიშნული მიზეზი, რის გამოც დეპუტატი პარტიიდან გარიცხეს.
Zarząd Krajowy, na mój wniosek, usunął @JSaryuszWolski z Platformy Obywatelskiej. Jednogłośnie. Od wielkości do śmieszności jeden krok.
— Grzegorz Schetyna (@SchetynadlaPO) March 4, 2017