LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპამ შეცდომებზე უნდა ისწავლოს და დარწმუნდეს, რომ არც ერთი მხარე არ იქნება დამცირებული, როცა რუსეთი და უკრაინა მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ: მაკრონი

134
ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში ევროპა უნდა დარწმუნდეს, რომ არც ერთი მხარე არ იქნება დამცირებული.

როგორც “როიტერი” წერს, ემანუელ მაკრონიმ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ვლადიმირ პუტინის გუშინდელ მიმართვას “საომარი” და “დაშინება” უწოდა.

მაკრონის განცხადებით, ერთის მხრივ, პუტინი ცდილობდა, ძალის დემონსტრირება მოეხდინა და გამოეთქვა “გადამწყვეტი მეომარი სიტყვა”, მეორეს მხრივ კი ევროკავშირი მუშაობდა მშვიდობიანი პროექტის გაღრმავებაზე.

“ევროპამ უნდა ისწავლოს წარსულის შეცდომებზე და დარწმუნდეს, რომ არც ერთი მხარე არ იქნება დამცირებული, როდესაც რუსეთი და უკრაინა მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

მე მჯერა, რომ მშვიდობის, სტაბილურობის, კეთილდღეობის ეს პროექტი ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და უფრო დემოკრატიული, უფრო ერთიანი, უფრო სუვერენული გავხადოთ”, – თქვა მაკრონიმ.

მაკრონიმ აღნიშნა, რომ ახლა ევროპა უკრაინას ეხმარება, თუმცა დადგება მომენტი, როდესაც მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწევენ და მაშინ არც ერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული, როგორც ეს 1918 წელს გერმანიასთან დაკავშირებით მოხდა:

“ჩვენ უნდა გვქონდეს ეს სტანდარტი, რადგან ვიცით, რომ მომავალი კვირები და თვეები ძალიან რთული იქნება” – თქვა მაკრონიმ.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g