ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოვა. ამის შესახებ ის ტვიტერზე გამოქვეყნებულ ქართულენოვან პოსტში აღნიშნავს.
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ აუცილებელია არჩევნებმა, არსებული დაძაბულობის მიუხედავად, მშვიდ გარემოში ჩაიაროს.
“საქართველოში მივემგზავრები, მაღალი მნიშვნელობის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. აუცილებელია არჩვენები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს, არსებული დაძაბულობის მიუხედავად.
#წარმატებები #საქართველო” — წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე გამოქვეყნებულ ქართულენოვან პოსტში.
საქართველოში მივემგზავრები, მაღალი მნიშვნელობის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. უცილებელია არჩვენები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს, არსებული დაძაბულობის მიუხედავად. #წარმატებები #საქართველო??
— Anna Fotyga Biuro Poselskie (@AnnaFotyga_PE) September 29, 2021