მივესალმები რომ სააკაშვილმა შიმშლობა შეწყვიტა, თუმცა პოლიტიკური პოლარიზაცია გრძელდება რაც მოცემულ ვითარებაში სამწუხაროა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მაიკლ გალერიმ სტრასბურგში “ქართული ოცნების” წარმომადგენლობასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მაიკლ გალერი მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, რომ საერთო ენა გამონახონ.
“ერთი საკითხია საკონსტიტუციო რეფორმა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, მეორე საკითხია მოსამართლეთა შერჩევა” – აცხადებს გალერი.
ევროპარლამენტარის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება არის ფართო დღის წესრიგი, რომელიც საქართველოს აქვს.
“რა თქმა უნდა, გვინახავს შეფერხებები. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის უზარმაზარი მცდელობა, დახმარებოდა საქართველოს პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლაში. ჩვენ მივმართავთ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციას, რომ ორივე მხარეა ვითარებაზე პასუხისმგებელი,“- განაცხადა მაიკლ გალერიმ