ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი წესიერად არ მოიქცევა, სხვა მუხლებსაც დაუმატებენ.
„ეს არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან პირდაპირი აღიარება, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე პოლიტიკურია.
სამწუხაროა და შეუთავსებელია ევროკავშირის ასოცირებული ქვეყნის სტატუსთან“, – წერს ევროპარლამენტარი „ტვიტერში“.
It is a blunt recognition by the Georgian Prime Minister that the case against Saakashvili is political. Deplorable and incompatible with the status of EU Associated country pic.twitter.com/co9oWDWv8i
— Rasa Juknevičienė (@RJukneviciene) October 5, 2021