ევროპარლამენტარი მაიკლ გაჰლერი გიგი უგულავას დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. როგორც ის “ტივტერში” წერს, “საქართველოდან შემაშფოთებელი ამბები მოდის.”
„საქართველოდან შემაშფოთებელი ამბები მოდის. არჩევნების წინ, ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა კვლავ ციხეშია. ჩვენ ვისმენთ ოპოზიციის სხვა ლიდერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების შესახებ. რთული დასაჯერებელია, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით კონსენსუსი საფრთხის წინაშეა“, – წერს ევროპის სახალხო პარტიის წევრი.
შეგახსენებთ, გიგი უგულავას დაკავებას ცოტა ხნის წინ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოც გამოეხმაურა.
საელჩოს განცხადებით, უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს.
დიდი ბრიტანეთის საელჩო: გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს
There are worring news coming from #Georgia. Ahead of the elections, opposition leader Gigi Ugulava @TbilisiMayor is again in prison. We hear about cases aginst other opposition leaders. Hard to believe it is not politically motivated. Endangers consensus on electoral reform
— Michael Gahler (@gahler_michael) February 11, 2020