LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტის გადაწყვეტილებით, უახლოეს მომავალში, ფრენის გაუქმების ან სამ საათზე მეტი ხნით დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრები 600 ევრომდე კომპენსაციას მიიღებენ

121
კომპენსაცია

ევროკავშირის კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს ინიციატივას, რომელიც ავიაკომპანიებს, სამსაათიანი დაგვიანების შემთხვევაში, მგზავრებისთვის ფულადი კომპენსაციის გადახდასა და ბორტზე მცირე ზომის ხელბარგის უფასოდ ატანის უფლების მინიჭებას ავალდებულებს.

მგზავრთა უფლებების დაცვის გაზრდის შესახებ ევროკავშირის ინიციატივა, რომელსაც მხარი 632-მა დეპუტატმა დაუჭირა (15-ის წინააღმდეგ), გადახედვის მოლოდინში თითქმის 15 წლის განმავლობაში იყო, რადგან ავიაკომპანიებს კომპენსაციის გადახდა მხოლოდ, მინიმუმ, ხუთსაათიანი დაგვიანების შემდეგ სურდათ.

თუკი ამჟამად ევროპული ავიაკომპანიების მგზავრებს 250-დან 600 ევრომდე კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ ფრენის გაუქმების ან სამ საათზე მეტი ხნით დაგვიანების შემთხვევაში, ევროდეპუტატების მიერ მხარდაჭერილი ინიციატივა ადგენს, რომ ავიაკომპანიებმა, მანძილის მიხედვით, 300-დან 600 ევრომდე კომპენსაცია უნდა გადაიხადონ.

აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს სალონის ბარგის საფასურის გაუქმებასაც. ის მგზავრებს უფლებას ანიჭებს, ბორტზე უფასოდ აიტანონ ხელბარგი (ზომებით: 40x30x15სმ) და მცირე ზომის გორგოლაჭებიანი ჩანთა, რომლის ჯამური ზომა, მაქსიმუმ, 100 სმ-ი, წონა კი – 7 კგ-მდეა.

აღსანიშნავია, რომ თუ ევროკავშირის ქვეყნები ევროპარლამენტის მიერ მხარდაჭერილ ინიციატივას არ დაამტკიცებენ, კანონპროექტის საბოლოო ვარიანტზე შეთანხმების მისაღწევად სპეციალური კომიტეტი შეიკრიბება.

magti 5g