ევროპარლამენტის წევრი, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი ტის როიტენი Twitter-ზე წერს, რომ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სურს, გამოიძიოს გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისრის, ოლივერ ვარჰეის საქმიანობა.
მისივე განცხადებით, „კომიტეტი ღრმად არის შეშფოთებული, რომ სამეზობლო და გაფართოების საკითხებში კომისარი მიზანმიმართულად ცდილობს კანონისთვის გვერდის ავლას და ძირს უთხრის დემოკრატიული და კანონის უზენაესობის რეფორმების ცენტრალურობას ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში“.
„მოუწოდებს კომისიას გამოიკვლიოს, წარმოადგენს თუ არა კომისრის ქცევა და პოლიტიკა ევროკომისიის წევრების ქცევის კოდექსის და კომისრის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას“, – აღნიშნულია შესწორების ტექსტში, რომელსაც ევროპარლამენტარი აქვეყნებს.
❗️BREAK❗️The Eur. Parliament Committee on Foreign Affairs wants an investigation into the conduct of enlargement Commissioner Mr. Várhelyi, over reports he deliberately undermines centrality of democracy and rule-of-law reforms in ?? accession countries. Check our amendment?? pic.twitter.com/KQFzXrYVQv
— Thijs Reuten ??? (@thijsreuten) December 2, 2022