LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტმა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა

240
ბიძინა ივანიშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა.

430 ხმა 52-ის წინააღმდეგ – ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო

ამის შესახებ აღნიშნულია რეზოლუციის მეექვსე შესწორებაში.

დოკუმენტში, რომლის ავტორიც ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანია, ვკითხულობთ:

„დაუწესდეს პერსონალური სანქციები ივანიშვილს და ყველა იმ ადამიანს, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიული პროცესების გაუარესებაზე“.

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტმა კენჭი უყარა, ასევე საუბარია მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე. 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ტექსტი კვლავ იმეორებს მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ – გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

დოკუმენტის მიხედვით, 608 ევროპარლამენტარიდან, რეზოლუციას მხარი 430-მა დაუჭირა, 52-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 126-მა თავი შეიკავა. ევროპარლამენტმა რეზოლუციას კენჭი შესწორებებით უყარა, საიდანაც ნაწილს მხარი დაუჭირა, ნაწილს კი არა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g