LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტმა რუსეთს ჩეჩნეთში გეების დევნის საქმის გამოძიება სთხოვა

86

ევროპის საპარლამენტო ასამბელამ რუსეთის ხელისუფლებას „დამოუკიდებელი და ეფექტური“ გამოძიების ჩატარებისკენ მოუწოდა, რომელიც ჩეჩნეთში გეების დევნას შეეხება. შესაბამისი რეზოლუცია ერთხმად მიიღეს.

რეზოლუცია ბელგიელი დეპუტატის, პიდ დე ბრუნის ანგარიშზეა დაყრდნობილი. ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, უფლება მიეცეთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების, თუ ეროვნულ დონეზე მსგავსის ორგანიზებას არ აპირებენ.

გასული წლის აპრილის დასაწყისში რუსული პრესა იუწყებოდა, რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო 100-ზე მეტი გეი დააკვეს, 3 – დაიღუპა. მაისის ბოლოს Human Rights Watch-მა განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარე მუჰამედ დაუდოვი, რომელიც რესპუბლიკის ლიდერის, რამზან კადიროვის მარჯვენა ხელად მიიჩნევა, ჰომოსექსუალთა უკანონოდ დაკავების პროცესსა და შემდგომ წამებას ესწრებოდა.

ივლისში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა, რამზან კადიროვმა, ტელეკომპანია HBO-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ჩეჩნეთში გეები არ არიან“, – „და თუ არიან, წაიყვანეთ კანადაში, ჩვენგან შორს…ასე გაიწმინდება სისხლი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g