LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპარლამენტში რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე იმსჯელეს

shutterstock_554386300

ევროპარლამენტში რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებაზე იმსჯელეს. პარლამენტის პროფილურმა კომიტეტმა კი ეს საკითხი ჯერ კიდევ ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტამდე განიხილა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე ვითარება შესაძლოა ღია კონფლიქტში გადაიზარდოს. 25 ნოემბერს აზოვის ზღვაში მომხდარის ინციდენტის შემდეგ ევროპელმა დეპუტატებმა რეზოლუციაში ცვლილებები შეიტანეს და მოსკოვს უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლებისკენაც მოუწოდეს.

დეპუტატების თქმით, თუ რუსეთის მთავრობა მეზღვაურებს ახალ წლამდე არ გაათავისუფლებს, მოსკოვისთვის ახალი სანქციები ამოქმედდება.

25 ნოემბერს რუსებმა ქერჩის სრუტეში 3 უკრაინული გემი და 24 უკრაინელი მეზღვაური დააპატიმრეს, რასაც უკრაინის ლიდერმა აგრესიის აქტი უწოდა და რუსეთის მოსაზღვრე რაიონებში საომარი ვითარება გამოაცხადა.

კიევი მოსკოვისგან დაკავებული გემებისა და მეზღვაურების გათავისუფლებას მოითხოვს, რაზეც კრემლის ლიდერი უარს ამბობს და პოროშენკოს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 26 ნოემბერს უკრაინის რადამ რუსეთთან მოსაზღვრე რეგიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g