LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში 10 ათასზე მეტი ფრენა შესაძლოა გაუქმდეს – ავიარეისების მასიური გაუქმება გრძელდება

13159
download

ევროპაში 10 ათასზე მეტი ავიარეისი შესაძლოა გაუქმდეს. როგორც „ავიანიუსი“ იუწყება, ზაფხულის განმავლობაში მოსალოდნელია მეტი ფრენის გაუქმებაც. მიზეზი კი გარკვეული აეროპორტების, თუ ავიაკომპანიების თანამშრომელთა გაფიცვებია.

როგორც „ავიანიუსი“ წერს, ტურისტებს საზაფხულო შვებულებების დროს შესაძლო შეფერხებებზე უკვე აფრთხილებენ, რადგან ძირითადი ავიაკომპანიების მიერ ფრენების გაუქმება, ფრენების განრიგს არღვევს.

არსებული ინფორმაციით, Ryanair-ის, easyJet-ის, British Airways-ის და სხვა ეკიპაჟები გაიფიცნენ. მაგალითისთვის, Ryanair-ის თანამშრომლები ბელგიაში, პორტუგალიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში 25 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით არიან გაფიცულები. კომპანიის თანამშრომლები დაბალ ხელფასებს აპროტესტებენ და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g