გაზის ფასმა ევროპაში მის ისტორიულ რეკორდს მიაღწია. საქმე ისაა, რომ 1000 კუბური მეტრი გაზი უკვე 2900 დოლარი ღირს.
ამაზე ICE Futures-ის ბირჟაზე გამართული ვაჭრობის შედეგები მეტყველებს. 12:00 საათის მონაცემებით, დღეს ფიუჩერსების ღირებულება 2 300-დან 2 900 დოლარამდე გაიზარდა. ვაჭრობის გახსნის მომენტისთვის, 1000 კუბური მეტრი გაზის ღირებულება ჯერ 2500 დოლარამდე გაძვირდა, შემდეგ 2700 დოლარამდე, 12:00 საათისთვის კი 2902 დოლარი შეადგინა.