LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში 2 მილიარდი ადამიანი დაფრინავს

63

ევროპის აეროპორტები გასულ წელს 2 მილიარდზე მეტ ადამიანს მოემსახურნენ. აეროპორტების საერთაშორისო კავშირმა, რომელიც 45 ქვეყნის 500 ობიექტს აერთიანებს, ყოველწიური შეჯამება გააკეთა და დაადგინა, რომ 2016 წელს მგზავრთა ნაკადი 5,1%-ით გაიზარდა. განსაკუთრებული მატება კი ე.წ. მეორეხარისხოვან, მცირე ზომის აეროპორტებში შეინიშნება, რაც სავარაუდოდ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების დამსახურებაა.

აეროპორტთა შორის ლიდერ პოზიციას კი კვლავ ლონდონის „ჰითროუ“ იკავებს, ის გასულ წელს 75,7 მილიონ ადამიანს მოემსახურა. მეორე ადგილზე 65,9 მილიონით პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი გავიდა. ლიდერთა სამეულს კი 63,6 მილიონით ამსტერდამის სხიპჰოლი ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები