ევროკავშირის გზებზე უბედურ შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ევროკომისიის ინფორმციით, ავარიათა რაოდენობამ უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში 21%-ით იკლო. ამჟამად ყოველ მილიონ ევროპელზე წელიწადში 49 უბედური შემთხვევა მოდის, რაც მსოფლიოს სხვა რეგიონებთან შედარებით ბევრად ნაკლებია.
ევროკომისია მომავალში კიდევ უფრო მეტი სიახლის დანერგვას გეგმავს, რათა 2050 წლისთვის გზები სრულიად უსაფრთხო გახდეს. ამისთვის ავტომობილები უსაფრთხოების ყველა ნორმას უნდა აკმაყოფილებდნენ, გზებზე კი საშიში მონაკვეთები სპეციალური აღნიშვნებით უნდა გამოიყოს.
ასევე დიდი ყურადღება მიექცევა ორბორბლიანი ტრანსპორტის – ველოსიპედის, მოტოციკლეტისა თუ მოპედის მძღოლებსაც. საქმე ისაა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების 30% სწორედ მათზე მოდის.