LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ავტომობილები აღარ იყიდება

110
cars

ევროპაში ახალი ავტომობილები სულ უფრო და უფრო ნაკლებად იყიდება. ევროპელ ავტომწარმოებელთა ასოციაციის ანგარიშით თუ ვიმსჯელებთ, მარტი გახდა რიგით მეცხრე თვე როცა ავტობაზრობა „მინუსებშია“ გადასული. დარეგისტრირებული მანქანების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20,5%-ით შემცირდა, რაც 844 187 ერთეულს უტოლდება. ექსპერტები ამ სიტუაციას საჭირო დეტალების სიმცირით და ევროპაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით ხსნიან.

ევროპის ოთხივე დიდ ბაზარზე – ესპანეთი, იტალია, გერმანია და საფრანგეთი – მანქანები აღარ იყიდება. ყველაზე ნაკლები ზარალი გერმანიას მიადგა – 17,5%. საფრანგეთში მოთხოვნა – 19,5%-ით შემცირდა, იტალიაში – 29,7%-ით, ხოლო ესპანეთში – 30,2%-ით.

გაყიდვების შემცირება შეეხო თითქმის ყველა დიდ ავტომწარმოებელს. მაგალითად, კონცერნი Stellantis-ის მაჩვენებელი 30,3%-ით შემცირდა, Volkswagen Group-ის  – 25%-ით, Renault Group-ის – 12,5%-ით. ორჯერ ნაკლები მანქანა გაყიდა ბრიტანულმა Jaguar Land Rover_მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები