LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ელექტრომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

76
carseurop

ევროპაში ელექტრომობილების რაოდენობა 2013 წლის შემდეგ 7-ჯერ გაიზარდა. ევროპის სტატისტიკის სააგენტო „ევროსტატის“ ინფორმაციით, დღესდღეობით ელექტრონიკაზე 1,5 მილიონი ავტომობილი მუშაობს, 2013 წელს კი მათი რაოდენობა მხოლოდ 200 ათასი იყო.

ელექტროქარების პოპულარობის ზრდას სპეციალისტები იმით ხსნიან, რომ ხელმისაწვდომი მოდელების რაოდენობა გაიზარდა, ასევე მათი დასამუხტი სადგურების ქსელიც განვითარდა. ეკოლოგიური ტრანსპორტის მიმართ ინტერესი ევროპელებს ოდითგანვე ქონდათ და მასზე მოთხოვნა მომავალში კიდევ უფრო მოიმატებს.

ევროკავშირის ტერიტორიაზე ელექტრომობილების რაოდენობით ლიდერი შვედეთია. ქვეყანაში არსებული ტრანსპორტის 2,4% ელექტრო ან ჰიბრიდია. მეორე ადგილს 1,9%-იანი მაჩვენებლით პოლონეთი, მესამეს კი – 1,5%-ით დიდი ბრიტანეთი იკავებს. და ბოლოს, მთლიანობაში ელექტრონიკაზე ევროპული ავტომობილების 0,8% მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g