LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში პოლაროიდის ტურები დაიწყო: რა მოიგონეს ავსტრიელებმა

170

სმარტფონები დროებით გვერდზე უნდა გადადოთ – ევროპაში პოლაროიდის ტურები დაიწყო. “Lonely planet”-ის ინფორმაციით, ავსტრიულმა ტურისტულმა ფირმამ – sophort-მა საინტერესო ექსკურსიები დაიწყო. სიახლე დასაწყისისთვის ვენასა და ვარშავაში ამოქმედდა და ის ფეხით მოსიარულეებზეა გათვლილი. ტურისტები ისტორიულ ადგილებს თუ თანამედროვე ღირსშესანიშნაობებს მოივლიან და ამ დროს ფოტოებს მხოლოდ პოლაროიდით გადაიღებენ. როგორც ტურისტულ სააგენტოში აცხადებენ, ძველმოდური ფოტოაპარატით გადაღებული ფოტოები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, ამიტომ მსგავსი ექსკურსიები უახლოეს მომავალში რომშიც დაიწყება. Sophort-ის დამაარსებლის ტომას პრეიმერის განცხადებით, ასეთი ტურები იმითაა განსაკუთრებული, რომ პოლაროიდით მხოლოდ 8 ფოტოს გადაღებაა შესაძლებელი, ამიტომ თითოეულ კადრს დიდი დაფიქრება და სწორი მიდგომა სჭირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g