LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში სამუშაო ადგილების მეოთხედს ხელოვნური ინტელექტი აკონტროლებს

159
ქირიას NEWS შაბლონი (2)

ხელოვნური ინტელექტის (AI) სისტემები ევროპაში ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში სულ უფრო აქტიურად ერთვება. როგორც ევროკომისიის დაკვეთით ჩატარებულმა ანალიტიკური სააგენტო Visionary Analytics-ის კვლევამ აჩვენა, დღეს უკვე სამუშაო ადგილების დაახლოებით 25% ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთანაა დაკავშირებული . ეს ციფრული ინსტრუმენტები საკუთარ თავზე იღებენ იმ ამოცანების ნაწილს, რომელსაც ადრე მენეჯერები ასრულებდნენ.

სხვადასხვა ალგორითმების დახმარებით დამსაქმებლები არჩევენ თანამშრომლებს, ადგენენ ცვლების გრაფიკებს, ანაწილებენ დავალებებს, აკონტროლებენ მათი შესრულების ხარისხს და აფასებენ შედეგებს. მსგავსი ტექნოლოგიები განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება ვაჭრობის, მომსახურების და ლოჯისტიკის სფეროებში.

მაგალითად, ერთ-ერთ ფრანგულ კომპანიაში ხელოვნური ინტელექტი მიწოდების მარშრუტებს გეგმავს: მძღოლებისთვის გზების მდგომარეობისა და მიწოდების პუნქტების შესახებ მონაცემები რეალურ დროში ახლდება.

ასეთი გადაწყვეტილებები ეფექტიანობას ზრდის, თუმცა გარკვეულ სირთულეებსაც ქმნის. ალგორითმები ყოველთვის ვერ ითვალისწინებენ კონკრეტული სიტუაციის კონტექსტსა და ნიუანსებს, რის გამოც სისტემის გადაწყვეტილებებმა შესაძლოა სამუშაო დატვირთვასა და პირობებზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს. სწორედ ამიტომ პროფკავშირები შრომით ხელშეკრულებებში შესაბამისი მოთხოვნების დაფიქსირებას ითხოვენ – დამსაქმებლები ვალდებული უნდა იყვნენ, თანამშრომლებს აცნობონ, რა ალგორითმები გამოიყენება და როგორ მოქმედებს ეს მათი მუშაობის პროცესზე.

შეგახსენებთ, რომ ევროპულ კომპანიებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ერთი წლის განმავლობაში 1,5-ჯერ გაიზარდა.

დღეს AI ყველაზე განსხვავებულ ამოცანებს ასრულებს: ბელგიაში ის ტრამვაის მძღოლებს ავარიების თავიდან აცილებაში ეხმარება, ამსტერდამის მერიაში მოხელეები საკუთარ ჩატ-ბოტთან მუშაობენ, ნიდერლანდებში ხელოვნური ინტელექტი მოსამართლეებს ხელშეკრულებებს ამზადებინებს, ხოლო საბერძნეთში მას დანაშაულების გამოძიების პროცესშიც კი იყენებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g