LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამ რაან სპა-ცენტრი საქართველოს და ევროპის საუკეთესო სპად დასახელდა

854
sam-raan

სამ რაან სპა-ცენტრმა, რომელიც თბილისში 2014 წლიდან ფუნქციონირებს და ანალოგი არ ჰყავს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონშიც, მორიგი საერთაშორისო ჯილდო მოიპოვა.

სამ რაან სპა-ცენტრი საერთაშორისო კონკურსის World Luxury Spa Award 2024-ის გამარჯვებული გახდა ისეთ ნომინაციებში, როგორებიცაა:

  • საუკეთესო ინტერიერის დიზაინის მქონე სპა ევროპაში – Best Interior Design in Europe (Continent Win)
  • საუკეთესო გამაჯანსაღებელი სპა საქართველოში – Best Luxury Wellness Spa  in Georgia (Country Win)
  • საუკეთესო დღის სპა საქართველოში – Best Luxury Day Spa in Georgia (Country Win)

„არსებობის მანძილზე ჩვენს ცენტრს არაერთი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული – როგორც საქართველოს საუკეთესო სპას, საუკეთესო გამაჯანსაღებელ სპა-ცენტრს, საუკეთესო ინტერიერის მქონე სპა-ცენტრს. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ის ევროპის  მასშტაბით საუკეთესო ინტერიერის დიზაინის მქონედაც დასახელდა“, – აცხადებს ცენტრის ბრენდ მენეჯერი ეკა ბახტაძე.

სამ რაან სპა-ცენტრის ინტერიერი ყველა ვიზიტორს ხიბლავს დახვეწილობითა და მდიდრული იერით, სპა პროცედურებისა და მომსახურების მრავალფეროვნებით, პროდუქციისა და სერვისის მაღალი ხარისხით და რაც მთავარია, პროფესიონალი სპეციალისტებით.

სამ რაან სპა-ცენტრი უნიკალური და საუცხოო კომპლექსია, სადაც შეგიძლიათ დატკბეთ განსაკუთრებული რიტუალებითა და სპა პროცედურებით მთელი მსოფლიოდან. ის სხვა ცენტრებისგან გამოირჩევა ერთ სივრცეში თავმოყრილი როგორც ექსკლუზიური, ასევე ფართოდ გავრცელებული სპა მომსახურებებით, როგორებიცაა ჰიმალაური მარილის ოთახი, მკვდარი ზღვის მინერალებიანი აუზი, თურქული აბანო, თერმული საწოლები, კნეიპ ავზები, სამასაჟო ოთახები, სატრენაჟორო დარბაზი, აუზი, საუნები. სტუმარს, დასვენებასთან ერთად, ორგანიზმის გაჯანსაღების საშუალება ეძლევა.

„ჩვენს ცენტრს მრავლად ჰყავს როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუმარი, რომელთა უმრავლესობა გახსნის დღიდან ჩვენი ერთგული მომხმარებელია. მათთვის განსაკუთრებით მიმზიდველია პროცედურამდე და მის შემდეგ სარელაქსაციო სივრცეებით დროში შეუზღუდავად სარგებლობა. დიდი მოთხოვნაა სამ რაან სპა-ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერზეც, რომელიც საშუალებას გაძლევთ მოწყდეთ ყოველდღიურობას და მაქსიმალურად განიტვირთოთ“.

მისამართი: იალბუზის ქ. #14, თბილისი, საქართველო

ტელ.: +995 32 215 77 15

ელ. ფოსტა: [email protected]

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები