LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში შესაძლოა დიდი ზომის კროსოვერები აკრძალონ

114
Audi

ევროპაში ფართო კროსოვერების და ყველგანმავლების აკრძალვაზე დაფიქრდნენ. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ახალი მანქანების საშუალო სიგანემ ევროკავშირში უკვე გადააჭარბა სტანდარტული საპარკინგე ადგილის ზომას ანუ –  180 სანტიმეტრს. მიუხედავად ამისა, ავტომწარმოებლები გაჩერებას არ აპირებენ და ყოველ წელს იზრდება ახალი კროსოვერების და ყველგანმავლების ზომები. ევროპარლამენტი და ევროსაბჭო მანქანების გაბარიტების ახალ ზომებს 2024 წელს განიხილავს.

შესაძლოა ყოველ წელს ნახევარ სანტიმეტრიანი მატება ბევრი არ იყოს, თუმცა საკანონმდებლო რეფორმის გარეშე ყველგანმავლები მალე ავტობუსების და სატვირთოების ზომებამდე მივლენ, რაც ევროპის ქუჩებში ნამდვილ კოლაფსს გამოიწვევს. უკვე ამ დროისთვის ისინი ძალიან ცოტა ადგილს ტოვებენ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები