LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ტრადიციული აგრეგატის მქონე ავტომობილების რეკლამა იკრძალება

114
Street Sky Cars Amsterdam Netherlands Bicycle

ჰააგამ საწვავზე მომუშავე ავტომობილების რეკლამა აკრძალა. ნიდერლანდების სიდიდით მესამე ქალაქი გახდა მსოფლიოში პირველი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ნავთობის და მასთან დაკავშირებული ყველა სერვისისა თუ პროდუქტის რეკლამა აკრძალოს.

აკრძალულთა სიაშია შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებიც და კანონი ძალაში 2025 წლის 1-ლი იანვრიდან შევა. ჰააგაში ფიქრობენ, რომ სიახლე ქალაქს დაეხმარება 5 წლის შემდეგ სრულად ნეიტრალური გახდეს.

დაუშვებელი იქნება არამხოლოდ ავტომობილების, არამედ ავია-რეისების და საკრუიზო გემების რეკლამირებაც. მსგავსი რეკლამა აღარ იქნება გარე ბანერებზე, ეკრანებსა და ქვეითთა ზონებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ჰააგის მთავრობის მიზანია, ქალაქი კლიმატ-ნეიტრალური გახადოს, ეს აკრძალვაც სწორედ შესაბამისი გეგმის ნაწილია და ადგილობრივთა შორის დიდი მხარდაჭერა დაიმსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები