LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ყველაზე პოპულარული ავტომობილები გამოავლინეს

33

ევროპაში ყველაზე პოპულარული ავტომობილები გამოავლინეს. გასული თვის მონაცემებით ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი Volkswagen Golf იყო და სულ მისი 37 686 მოდელი გაიყიდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს ციფრი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,5 %-ით უფრო ნაკლებია.

რაც შეეხება მეორე პოზიციას, მას Renault Clio იკავებს. ევროპულ ბაზარზე მისი გაყიდვა 20,3 %-ით გაიზარდა და 27 716-ს მიაღწია.

ლიდერთა სამეულს კი Volkswagen Polo ასრულებს, წელს გერმანულმა ბრენდმა 25 989 ავტომობილი გაყიდა.

საინტერესოა, რომ რეიტინგის შემდგომ პოზიციებს Ford Fiesta და Opel Astra იკავებენ. ევროპაში ამ ბრენდებმა 23 166 და 21 312 მანქანის რეალიზება მოახერხეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები