LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპაში ყველაზე პოპულარული ავტომობილებია

118
ევროპაში ყველაზე პოპულარული ავტომობილებია

სპეციალისტებმა ევროპული ბაზრის ავტომობილი-ბესტსელერები დაასახელეს. გაყიდვების მაჩვენებლით პირველ ადგილზე პირველი 6 თვის შეჯამებით Dacia Sandero გავიდა. მოდელი 2022 და 2023 წლებში მეორე პოზიციას იკავებდა. ევროპელებმა 143 596 ასეთი მანქანა იყიდეს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით უფრო ნაკლებია.

რუმინულმა ჰეტჩბეკმა ლიდერობიდან ჩამოაგდო Volkswagen Golf, რომელსაც გაყიდვების 43%-იანი ზრდაც კი ვერ დაეხმარა, Sandero-მ ავტოგიგანტს 20 ათასი ეგზემპლარით აჯობა.

Golf-ის შემდეგ განთავსდა Renault Clio, რომელზეც არჩევანი 114 623-მა ევროპელმა მყიდველმა შეაჩერა. მეოთხე ადგილზე გავიდა Wolkswagen T-Roc (111 381 ერთეული), მეხუთეა – Peugeot 208 (107 097 ერთეული).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები