2030 წლისთვის ევროპაში საკვების ინდუსტრიამ ნარჩენები 10%-ით უნდა შეამციროს, ხოლო ოჯახებს, რესტორნებს და მაღაზიებს – 30%-ით ნაკლები საკვების გადაყრა მოუწევთ. ასეთი კანონი დაამტკიცა ევროპარლამენტმა, რომელმაც საკვების და ტექსტილის გადამუშავების მიმართულებით ახალი ზომები მიიღო. ამჟამად საშუალო სტატისტიკური ევროპელი ყოველწლიურად 132 კილოგრამ საკვებს და 12 კილოგრამ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს აგდებს.
ევროპარლამენტის რეკომენდაციის შესაბამისად, ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა მიიღონ ისეთი ზომები, რომ სუპერმარკეტებმა და რესტორნებმა, რომლებიც ნარჩენების წარმოქმნაში დიდ როლს თამაშობენ, უზრუნველყონ დარჩენილ საკვების უფასოდ დარიგება მათთვის, ვისაც ეს სჭირდება.
რაც შეეხება ტექსტილის ნარჩენებს, შეგროვების, დალაგებისა და გადამუშავების ხარჯები თავად ტანსაცმლის მწარმოებლებმა უნდა დაფარონ.
ახალი წესები გავრცელდება ტანსაცმელზე და აქსესუარებზე, თავსაბურავებზე, ფეხსაცმელზე, პლედებზე, საწოლსა და სამზარეულოს თეთრეულზე, ასევე ფარდებზე.
ექსპერტების შეფასებით, ამჟამად ახალი პროდუქციის შესაქმნელად ტექსტილის მხოლოდ 1% გადამუშავდება.