LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელებს ფრენების შემცირებისკენ მოუწოდეს

122
ქირიას NEWS შაბლონი (3)

ევროკომისია მოქალაქეებს მოუწოდებს, ნაკლები იმოგზაურონ, განსაკუთრებით თვითმფრინავით, რათა თავიდან აიცილონ ენერგორესურსების დეფიციტი. ამის შესახებ  Politico წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი წერილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის მინისტრებს ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, დან იორგენსენმა გაუგზავნა.

სტატიაში აღნიშნულია, რომ მსგავს ვითარებაში მთავრობებმა შეიძლება მოქალაქეებს სთხოვონ, ნაკლებად გამოიყენონ როგორც ავტომობილები, ისე ავიამიმოსვლა, რათა საწვავი უფრო მნიშვნელოვანი საჭიროებებისთვის დაზოგონ – მსგავსი პრაქტიკა უკვე გამოიყენება ზოგიერთ აზიურ ქვეყანაში.

ევროკავშირში შიშობენ, რომ მიმდინარე მოვლენებმა შესაძლოა გამოიწვიოს ენერგომომარაგების მასშტაბური კრიზისი, რაც სერიოზულ გავლენას მოახდენს გლობალურ ეკონომიკაზე.

ამ ფონზე ევროკავშირის ქვეყნები ასევე განიხილავენ დამატებით ნაბიჯებს, მათ შორის დისტანციური მუშაობის წახალისებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამოყენების ზრდას და საწვავის დაზოგვის სხვა გზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g