იტალიელმა და ესპანელმა მკვლევრებმა შექმნეს უახლესი „ელექტრონული ცხვირი“ – მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია რეკორდული სიზუსტით ამოიცნოს და განასხვაოს ყველაზე განსხვავებული არომატები და აირები.
მსგავსი „ელექტრონულ ცხვირები“ დიდი მოთხოვნით სარგებლობს მრავალ სფეროში. ისინი აუცილებელია საკვების ხარისხის კონტროლისთვის, ჰაერის დაბინძურების მონიტორინგისთვის, საწარმოო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ასევე მედიცინაში -სხვადასხვა დაავადებების დიაგნოსტიკისთვის.
ახალი მოწყობილობა წარმოადგენს სენსორს, რომელიც შექმნილია ნახშირბადოვანი ნანომილაკების საფუძველზე. ეს არის უმცირესი მილაკები, რომელთა კედლები ნახშირბადის ატომებისგან არის შეკრული. მათი დიამეტრი ათი ათასჯერ ნაკლებია ადამიანის თმის სისქეზე. ასეთი სტრუქტურის წყალობით მათ სხვადასხვა ნივთიერების უმცირესი ნაწილაკების ამოცნობა შეუძლიათ.
უახლესი „ელექტრონული ცხვირის“ მთავარი უპირატესობა არის მისი უკიდურესად მაღალი სელექტიურობა. ის შეუცდომლად ამოიცნობს კონკრეტულ ნივთიერებებს – მაგალითად, ამიაკს ან აცეტონის ორთქლს – მაშინაც კი, როდესაც სხვა გვერდითი არომატები არსებობს.