LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპელთა უმრავლესობა ინტერნეტს სამედიცინო ინფორმაციის მოსაძებნად იყენებს

146
fizkes_shutterstock_1694685208_RV

ევროპელთა 52% ინტერნეტს სამედიცინო ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებს. დაახლოებით ამდენივე ადამიანი ევროპაში (54%) საძიებო სისტემებს მუსიკის მოსასმენად აკითხავს. ასეთი მონაცემები ევროპის სტატისტიკურმა სააგენტო „ევროსტატმა“ გაავრცელა.

ყველაზე მეტად სამედიცინო ინფორმაციას ფინეთში ეძებენ – მოსახლეობის 81%. ფინეთის შემდეგ მეორე ადგილზეა ნიდერლანდები (78%) და კვიპროსი(73%).

ხოლო რუმინეთის (29%), გერმანიის (37%) და ბულგარეთის (39%) მოსახლეობა ინტერნეტს ამ მიზნით ყველაზე ნაკლებად იყენებს.

გარდა ამისა, ევროპელთა 33% ინტერნეტს ექიმთან ვიზიტის ჩასანიშნად, 24% თავისი სამედიცინო ბარათის სანახავად, 18% კი დაავადებების დიაგნოსტირებისთვის იყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g