LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის 10 ქალაქი, სადაც ყველაზე კომფორტულად იცხოვრებთ

170
thumb_1024x663_happy-resident-11zon

ევროპულმა კომისიამ გამოაქვეყნა ძალიან საინტერესო კვლევა, რომელიც დეტალურად აღწერს მოსახლეობის კმაყოფილების დონეს ამა თუ იმ ქალაქში. სპეციალისტებმა ევროკავშირის წევრ 27 სახელმწიფოში მდებარე მუნიციპალიტეტები შეისწავლეს და ამ სიას დაამატეს შვეიცარია, ისლანდია, დიდი ბრიტანეთი და ნორვეგია. ასევე გამოჰკითხეს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების მაცხოვრებლები – თურქეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის და მონტენეგროს.

კვლევის შედეგად სცადეს დაედგინათ, თუ რას ნიშნავს დღევანდელი ევროპელისთვის თავის ქალაქში კომფორტულად ცხოვრება.

10 საუკეთესო ევროპული ქალაქი მაცხოვრებლებს კმაყოფილების თვალსაზრისით:

  1. ციურიხი (შვეიცარია) მოსახლეობის 97% კმაყოფილია.
  2. კოპენჰაგენი (დანია) 96%
  3. გრონინგენი (ნიდერლანდები) 96%
  4. გდანსკი (პოლონეთი) 95%
  5. ლაიფციგი (გერმანია) 95%
  6. სტოკჰოლმი (შვედეთი) 95%
  7. ჟენევა (შვეიცარია) 95%
  8. როსტოკი (გერმანია) 94%
  9. კლუჟ-ნაპოკა (რუმინეთი) 94%
  10. ბრაგა (პორტუგალია) 94%
    ეს რეიტინგი აჩვენებს, რომ აღმოსავლეთ და სამხრეთ ევროპის ქალაქებში არის გამორჩეული ადგილები, სადაც კმაყოფილების დონე უფრო მაღალია სხვა ბევრად განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით.
    საინტერესოა, რომ ყველაზე მეტი უკმაყოფილო ადამიანი სამხრეთ იტალიაში, ბალკანეთში მდებარე ქალაქებში, ასევე ათენსა და სტამბოლში ცხოვრობს. შესაბამისად, ამ დასახლებებში კომფორტის მაჩვენებელიც ძალიან დაბალია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები