LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის 26 კომისარი: ისრაელმა ჰეზბოლა შოკში ჩააგდო, უკრაინამ რუსეთი

130
Capture

მართალია მსოფლიო მასშტაბით მთავარი თემები უცვლელია: ვითარება უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში და მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში, თუმცა ევროპაშიც ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია ევროკომისიის ახალი შემადგენლობის ჩამოყალიბება. 26 კომისარი ცნობილია და ექსპერტების საერთო შეჯამებით, ევროკომისიის მეორე ვადით არჩეული პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყარებს საკუთარ პოზიციებს. სწორედ ამ საკითხს დაუთმო გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ განსაკუთრებული ყურადღება წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა, რომელიც ასევე შეეხო ისრაელის მიერ განხორციელებულ ისტორიულ ოპერაციას და უკრაინის წარმატებას ტვერის ოლქში.

„ევროკომისიის ფორმირება ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია. გამოცხადდა 26 ევროკომისარი, რომელიც განსაზღვრავს უახლოეს წლებში ევროპულ პოლიტიკას ყველა მიმართულებით.
მანდატები გადანაწილდა წევრ ქვეყნებს შორის. თითო ქვეყანაზე მოდის ერთი პორტფელი. გერმანიის პორტფელი წილად ხვდა ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელიც მეორე ვადითაა ევროკომისიის პრეზიდენტი. ექსპერტები ამბობენ, რომ სწორედ მან გადაანაწილა თავისი გემოვნებისა და ძალაუფლების გაძლიერების გათვალისწინებით. ეს ასპექტი გამოკვეთილია ევროპელ მიმომხილველებშიც. მისი პოზიციები გაძლიერდა. უფრო მნიშვნელოვანი პორტფელები ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლებს მისცა.

ჩვენთვის საინტერესოა, რომ გაფართოების მიმართულებით პორტფელს სლოვენიელი მარტა კოსი წაუძღვება. ის გახლდათ დიპლომატი, ელჩი გერმანიასა და შვეიცარიაში. სლოვენიის პრეზიდენტადაც იყრიდა კენჭს.

კიდევ ერთი ყურადსაღები სვლა, რომელიც გააკეთა ურსულა ფონ დენ ლაიენმა: საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში პორტფელს ჩაიბარებს ესტონეთის ყოფილი პრემიერი კაია კალასი. ეს ძლიერი კანდიდატურაა ამ თანამდებობაზე. გვახსოვს მისი პრინციპული პოზიცია უკრაინის მხარდაჭერის, ასევე რუსეთთან დაკავშირებით.

ახლა მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირში თანამდებობები დროზე დამტკიცდეს და დროულად შეუდგნენ საქმიანობას. გლობალური პროცესები სერიოზული დინამიკით ვითარდება, სულ უფრო და უფრო მეტად იწვევს შფოთვას გლობალური მასშტაბით.

ვგულისხმობ ისრაელის მიერ უკვე ჰეზბოლას წინააღმდეგ განხორციელებულ უნიკალურ ოპერაციას. დაიწყო პეიჯერების აფეთქებით. მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყვანეს მწყობრიდან. მეორე დღეს რაციების აფეთქება მოჰყვა, მოწყობილობები განადგურდა. შოკში არიან ჰეზბოლას ხელმძღვანელები. დიდი რაოდენობით არიან დაღუპულები.

სამხედრო თვალსაზრისით ძალიან დაიძაბა ვითარება ისრაელის ჩრდილოეთში და ლიბანის სამხრეთში. ისრაელმა გადაისროლა სამი დიდი შენაერთი. ნებართვა გაცემულია გააკეთონ, რასაც საჭიროდ ჩათვლიან. მოლოდინია, რომ დაიწყება სერიოზული შეტაკება ჰეზბოლასა და ისრაელის შეიარაღებულ ძალებს შორის. არის მოლოდინი ასევე, რომ ოპერაცია გავრცელდება ლიბანის ტერიტორიაზეც. შეშფოთებაა, რომ ესკალაციას გამოიწვევს რეგიონის მასშტაბით და შიშობენ, რომ გაცდება ისრაელი-ჰამასის დაპირისპირებას და შესაძლოა ირანიც ჩაერთოს.

ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სანაცვლოდ (რა თქმა უნდა, მოიცავს სრული შემადგენლობით მძევლების უპირობო გათავისუფლებას) მზად არის „ჰამასის“ ლიდერის იაჰია სინვარის ღაზის სექტორიდან ეგვიპტისკენ უსაფრთხო გასვლის უზრუნველსაყოფად.

პარალელურად, აღსანიშნავია ტვერის ოლქის ქალაქ ტოროპეცში უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმა უზარმაზარ საწყობზე. აქ იყო ყველა ტიპის შეიარაღება, რაც მთავარია საარტილერიო ჭურვები.
იმდენად დიდი იყო აფეთქება, რომ უახლოებს კილომეტრებში 2.7 მაგნიტუდის მიწისძვრა გამოიწვია. რუსებიც არ უარყოფენ, რომ ეს იყო ძალიან სერიოზული თავდასხმა.

დონეცკის მიმართულებით გრძელდება სერიოზული ბრძოლები. უკრაინის შეიარაღებული ძალები მთელი რიგი მიმართულებით წარმატებით უმკლავდებიან და ახერხებენ იერიშების შეკავებას.

კურსკის მიმართულებით კი რუსეთმა გადაისროლა ელიტური დანაყოფები. გარკვეული წარმატებული კონტრშეტევაც განახორციელეს, მაგრამ პარალელურად უკრაინელებმა სხვა მონაკვეთზე მორიგი შეჭრა განახორციელეს და ახალი ტერიტორიები დაიკავეს. ასე რომ, უკრაინელები მყარად დგანან კურსკის ოლქის ტერიტორიაზე”.

ფოტო: commission.europa.eu
dgap
washingtonpost
independent

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g