LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ცენტრალური ბანკი ევროს ასუსტებს

427

ევროპის ცენტრალური ბანკის შეხვედრა და მოსალოდნელი გადაწყვეტილება რბილი მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ეტაპის შესახებ ევროპის 19 ქვეყნის ნაციონალურ ვალუტას დოლათან მიმართებაში კიდევ უფრო ასუსტებს.

წლის დასაწყისიდან დღემდე ევროს კურსი ლიდერ ვალუტასთან მიმართებაში მინიმალური 1.07 ნიშნულიდან 1. 13 ნიშნულამდე მერყეობს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ევროს ვაჭრობა დოლართან 1,09 ნიშნულზე დასტაბილურდება.

ბოლო კვირეების განმავლობაში ბანკის პრეზიდენტ მარიო დრაგისგან მოდის სიგნალები, რაც მიუთითებს, რომ ცენტრალური ბანკი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად და ინფლაციის სასურველ ნიშნულამდე მისაღწევად კვლავ განაგრძობს ფულის ბეჭდვის პოლიტიკას. ეს გადაწყვეტილება კი სათავეს გასული წლის იანვრიდან იღებს. მას შემდეგ ევრო დოლართან მიმართებაში სუსტდება.  იყო დრო, როდესაც ექსპერტები ევრო დოლარის წყვილში პარიტეტსაც კი არ გამორიცხავდნენ.

მარიო დრაგის უწყების გადაწყვეტილების შედეგად ექსპერტების ვარაუდით, ევრო  დოლართან მიმართებაში დაახლოებით 1,5%-ით გაუფასურდება, სტიმულაციის პროგრამის მეორე ეტაპი კი 3-დან 6 თვემდე გასტანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g