ბორდო (საფრანგეთი) და ვალენსია (ესპანეთი) 2022 წელს „ევროპის ჭკვიანი ტურიზმის დედაქალაქის“ ტიტულებს მოირგებენ.
ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ ქალაქების მიღწევები ოთხ კატეგორიაში აღნიშნა: მათი ხელმისაწვდომობა ყველა ტურისტისთვის (მათ შორის ჯანმრთელობის პრობლემების მქონეთათვის); მეგობრული ურთიერთობა ბუნებასა და ეკოლოგიასთან; ტურისტებისთვის სასარგებლო ციფრული სერვისები; კულტურული მემკვიდრეობა და დიდი პოტენციალი.
გამარჯვებული ქალაქები პრიზის სახით ევროპისგან დიდ მხარდაჭერას მიიღებენ და ტურიზმის განვითარებისთვის ფინანსური დახმარებაც ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ „ევროპის ჭკვიანი ტურიზმის დედაქალაქის“ წოდების მისაღებად კონკურსი ყოველ წელს ტარდება. ინიციატივა ევროკავშირის შემადგენლობაში მყოფ დასახლებებს განსაკუთრებული, ინოვაციური და პრაქტიკული ტურიზმისთვის აჯილდოებს.
წელს ტიტულის მისაღებად 7 ქალაქი იბრძოდა – ბორდო, დუბლინი, ლუბლიანა, ვენეცია, ფლორენცია, ვალენსია და პალმა.