LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი, “ომიკრონი”, ევროპაშიც მალე გავრცელდება

201
60570BE2-0BCE-424D-9CF6-A2404C022720

ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრში ვარაუდობენ, რომ ახალი შტამი, “ომიკრონი“, ევროპაშიც მალე გავრცელდება. ამის შესახებ BBC წერს.

ამასთან, სპეციალისტები შიშობენ, რომ შესაძლოა, შტამის წინააღმდეგ ვაქცინები ნაკლებად ეფექტიანი იყოს, ასევე, შესაძლოა, დაიწიოს ბუნებრივად გამომუშავებულმა იმუნიტეტმაც.

რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ და რომელი ვაქცინებია ეფექტური ახალ შტამთან მიმართებაში – გიორგი ფხაკაძის განმარტება

ამის მიუხედავად, ექიმები ამბობენ, რომ ნებისმიერი ვარიანტის შემთხვევაში, ვაქცინები მძიმედ მიმდინარე დაავადებისა და გარდაცვალების წინააღმდეგ მაღალ შედეგს აჩვენებს.

კორონავირუსის ახალი ვარიანტი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომელსაც ბევრი მუტაცია აქვს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს საგანგებო სხდომა გამართა, სადაც სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით ისაუბრეს.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, ჯანმომ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია – „ომიკრონი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g